რომის პაპმა დონბასის შესახებ განცხადება გააკეთა

რომის პაპმა ფრანცისკემ წლის დასაწყისში დიპლომატიურ კორპუსთან ტრადიციულ შეხვერდაზე სურვილი გამოთქვა, რომ დონბასში რთული ჰუმანიტარული სიტუაცია შესაძლებლობის ფარგლებში მალე მოგვარდეს – “ვატიკანის რადიო”-ზე დაყრდნობით “112 უკრაინა” ავრცელებს.
“გამოვთქვამ სურვილს, რომ უკრაინაში, მოვალეობების სრული განხორციელებისთვის პრობლემების რეალური გადაწყვეტილებების ძებნა დაუღალავად მიმდინარეობდეს, რომელიც მხარეებმა საკუთარ თავზე აიღეს, პირველ ყოვლისა კი, სწრაფი პასუხი რომ იყოს ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, რომელიც ამ მომენტამდე რთული რჩება” – აღნიშნა რომის პაპმა.
როგორც ვრცელდება, აუდიენცია პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში რუსეთის წვლილს “ნულოვანი” უწოდა
შემდეგი სტატიათურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საქართველოსა და უკრაინაზე პოზიციები გადაიხედება