რომის პაპმა დედა ტერეზას მეორე სასწაული აღიარა

რომის პაპმა დედა ტერეზას მეორე სასწაული აღიარა

რომის პაპმა დედა ტერეზას მეორე სასწაული აღიარარომის პაპმა ფრანცისკმა დედა ტერეზას მეორე სასწაული აღიარა. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ კათოლიკე მონაზონი და ნობელის პრემიის ლაურეატი მომავალი წლისათვის წმინდანად შერაცხონ.

კანონიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ დგება, რაც ვატიკანის თეოლოგები პრეტენდენტის ორ სასწაულს აღიარებენ.
თეოლოგებმა სასწაულად აღიარეს ტყუპისცალის განკურნება, რომელსაც მრავალი სიმსივნული კერა ჰქონდა თავის ტვინში, ნათქვამია იტალიურ გამოცემაში Avvenire.

სავარაუდოდ, დედა ტერეზას კანონიზაცია მომავალი წლის სექტემბერში მოხდება.
მონაზონი, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აიღო, 1997 წელს გარდაიცვალა. დედა ტერეზას კრიტიკოსებმა ის დიქტატორებთან მეგობრობაში დაადანაშაულეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილებები რუსული ეკონომიკის დასანგრევად….
შემდეგი სტატიარას უშვებიან თურქები რუსეთიდან მობრუნებულ პროდუქტებს…?