რომის პაპმა აბორტი ნაცისტების დანაშაულებს შეადარა

რომის პაპმა ფრანცისკმა არა ჯანმრთელი ნაყოფის ორსულობის შეწყვეტა ევგენიკას შეადარა – ესპანური La Stampa წერს. “გასულ საუკუნეში მსოფლიო ნაცისტების მოქმედებებით იყო შეშფოთებული . დღეს ჩვენ იგივეს ვაკეთებთ, მაგრამ თეთრი ხელთათმანებით” – რომში ოჯახის იტალიურ ასოციაციასთან შეხვედრაზე თქვა. მან, ასევე განაცხადა, რომ წინააღმდეგია ორსულობის პირველ კვირებში ჩატარებული კვლევების, რადგანაც ნაყოფის განვითარების თავისებურებები ხშირად აბორტით სრულდება. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოწოდება გააკეთა ბავშვები მიიღონ ისეთი, როგორებიც იბადებიან, როგორც “ღმერთი აძლევს მშობლებს”. ასევე, რომის პაპის თქმით, ნამდვილი ოჯახი ქალის და მამაკაცის კავშირია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში Audi-ს ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატიასირიელმა ქურთებმა “ისლამური სახელმწიფოსგან” 15 სოფელი და ქალაქი გაანთავისუფლეს