რომის პაპის წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 12:15

რომის პაპის წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან რომის პაპის წმინდა წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები საქართველოში რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პაპი სამოციქულო მისიით არის საქართველოში ჩამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავის სარწმუნოება უნდა იქადაგოს.

„რომის პაპი ჩამოვიდა სამოციქულო მისიით, ანუ უნდა იქადაგოს სარწმუნოება. ჩვენ რას ვაკეთებთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები? გვყავს ეკლესია, პატრიარქი, შრომობს ეკლესია, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაავრცელოს თავის სარწმუნოება. ეს ადამიანი არ არის ჩვენი კეთილმოსურნე“ – განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ.

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, 2 თვის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ კრეტაზე, მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კატები უწოდა.

„2 თვის წინ კრეტაზე მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა ახალშობილი კნუტები, რომლებიც ვერ დადიან, ხოხავენ, ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანის შეადარა კატას. კრეტაზე რომ იყო მართლმადიდებლების კრება, იქ შეკრებილ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ. ახლა ჩამოვიდა და ძმები ვართო, ამბობს, გვატყუებს“- განაცხადა მღვდელმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 12:15