რომის პაპი შესაძლოა, რუსეთში ჩავიდეს

რომის პაპი ფრანცისკე შესაძლოა, რუსეთში ჩავიდეს. როგორც იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ს ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო პაროლინმა განუცხადა, მას დაგეგმილი აქცვს მოსკოვში ვიზიტი და რუსეთის პატრიარქთან, კირილესთან შეხვედრა, რომლის დროსაც ის რუსეთში ფრანცისკეს ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ვატიკანის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვატიკანში განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან აღმოსავლეთ ევროპით, რაც დაკავშირებულია რეგიონის მდიდარი რელიგიური და კულტურული ტრადიციებით.

რომაულ-კათოლიკურ და რუსული მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დაძაბული ურთიერთობების გამო არც ერთი თანამედროვე პონტიფიკოსი რუსეთში არ ჩასულა.

2016 წლის თებერვალში რომის პაპი რუსეთის პატრიარქს კირილეს კუბაზე შეხდა.

იმავე წელს რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სოხმეთში ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს დღეს დაკრძალევენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – აეროპორტში არსებული პრობლემა, თბილისის გარდა, მსოფლიოს რამდენიმე წერტილში არსებობს