რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და კათოლიკოს-პატრიარქმა გააცილეს

საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა.

პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

მისი უწმინდესობა, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს.

გაცილების ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მონაწილეობდნენ.

რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა და ტაძარში სიტყვა წარმოთქვა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაშსს-ს აკადემიას ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი ეწვია