რომის პაპი ფრანცისკე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 14 ივნისს, იტალიაში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.
რომის პაპი, რომელიც G7-ის სამიტზე მიიწვიეს, ხვალ ორმხრივ შეხვედრებს აგრეთვე გამართავს აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, ბრაზილიის, კენიისა და ალჟირის ლიდერებთან, კანადისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალურ დირექტორ დირექტორთან.
შემდეგ კი, ის ხელოვნური ინტელექტის თემისადმი გამართულ სესიაზე გამოვა.