21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

რომის პაპი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება

რომის ახალმა პაპმა, ლეო XIV-მ თავისი პირველი დიდი ენციკლიკა გამოაქვეყნა სათაურით — „ადამიანის დაცვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. პონტიფიკოსი მსოფლიო ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ტემპის შენელებისა და ამ სფეროს მკაცრი რეგულირებისკენ მოუწოდებს.

პაპის შეფასებით, ტექნოლოგიების უკონტროლო განვითარება ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, კონფლიქტების პროვოცირებას და ზრდის გლობალური ომების რისკს. მან ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბიბლიურ ბაბილონის გოდოლს შეადარა, რაც, მისი თქმით, ღვთის კურთხევის გარეშე „ზეცის მიღწევის“ მცდელობის საფრთხეებზე მიუთითებს.

გარდა ამისა, ლეო XIV მიიჩნევს, რომ მონაცემები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს, მხოლოდ კერძო კომპანიების ხელში არ უნდა დარჩეს და საჭიროა ამ სფეროში მოქმედ სუბიექტებს შორის კონკურენციის შემცირება.

ენციკლიკაში პონტიფიკოსი კათოლიკური ეკლესიის „სამართლიანი ომის“ ტრადიციულ თეორიასაც შეეხო. პაპის განცხადებით, აღნიშნული დოქტრინა მოძველებულია და სამხედრო ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „თავდაცვისთვის, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი მნიშვნელობით“.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს
შემდეგი სტატიასენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება