რომის პაპი მიიჩნევს, რომ ჭორებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ტერორიზმის ტოლფასია

რომის პაპი მიიჩნევს, რომ ჭორებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ტერორიზმის ტოლფასია

“ჟურნალისტიკა, რომელიც დაფუძნებულია ჭორებზე ან არასწორ ინფორმაციაზე, ტერორიზმის ფორმაა, რომელიც სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ან შიშს უწყობს ხელს”, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა. მან იტალიის ეროვნული ჟურნალისტიკის გილდიის ლიდერების მისამართით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ რეპორტიორებმა ცოტა ღრმად უნდა იმუშაონ, რომ ჭეშმატირება დაინახონ, მით უმეტეს, როცა ინფორმაციის გაშუქება 24 საათიან რეჟიმში ხდება. „ჭორის გავრცელება ტერორიზმის ფორმაა, მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ენით მოკლა ადამიანი. ჟურნალისტების ხმა წვდება ყველას, ეს ძალიან ძლიერი ატომური იარაღია” – თქვა რომის პაპმა.
საქმე იმაშია, რომ იტალიაში რამდენიმე გაზეთი ძალიან პოლიტიზირებულია, ამიტომ, ხშირად სხვისი პოლიტიკური ხედვების დისკრედიტაციისათვის ჟურნალისტები პირად ცხოვრებაზე ჭორებს ავრცელებენ. ამან იტალიაში ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო.

banner
წინა სტატიაში(video) ლექს-სენმა საარჩევნოდ პოლიტიკური კლიპი გადაიღო
შემდეგი სტატიაპუტინი ისევ საბჭოეთს მისტირის