რომის პაპი, ლევ XIV უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

რომის პაპმა ლევ XIV-მ დაადასტურა, რომ უკრაინაში ვიზიტისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი დაბრკოლება უსაფრთხოების საკითხებია. ეს განცხადება მან გააკეთა კასტელ-განდოლფოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ.

იტალიური სააგენტო ANSA წერს, რომ ვატიკანში უკვე მომზადებულია ორგანიზაციული გეგმა, რომელიც პაპს ომით დაზარალებულ ქვეყანაში ჩასვლის საშუალებას მისცემს.

„ვიმედოვნებ, რომ ვიზიტი შედგება, მაგრამ არ ვიცი როდის – ასეთ საკითხებში რეალისტები უნდა ვიყოთ“, – თქვა პაპმა ჟურნალისტებთან და კვლავ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს „სამართლიანი და მყარი მშვიდობის“ მისაღწევად. მან იტალიელ დიპლომატებსაც მოუწოდა, იყვნენ დიალოგზე ორიენტირებულები და მშვიდობის ხელშეწყობას ემსახურონ.

banner
წინა სტატიაშიხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან
შემდეგი სტატია“ივანიშვილს ისღა დარჩენია, ქართველი ხალხისგან მოპარული ფული მოსკოვში დააბანდოს” – თინა ბოკუჩავა