5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

რომის პაპი: იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ

რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბობს: „ბევრი ლოცვის შემთხვევაშიც კი მე არ მოგისმენთ თქვენ, თქვენი ხელები სისხლით არის დაფარული“.

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა: „ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“.

„როიტერის“ თანახმად, რომის პაპს, ლეო XIV-ს კონკრეტულად მსოფლიოს არცერთი ლიდერი არ დაუსახელებია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან ირანის ომის მიმართ კრიტიკა გააძლიერა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის არმიის ძალებმა სირიიდან ლიბანში იშვიათი საზღვრისპირა რეიდი ჩაატარეს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა