15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რომის პაპი: გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე ხაზს უსვამს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე, იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან.

„დღეს ჩვენ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმებით“,- განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ.

პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ახსოვდეთ ჟურნალისტები და რეპორტიორები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სიმართლის ძიებას, განსაკუთრებით კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში.

„გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ“, –
აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაში“მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს”- გერმანიის საელჩო
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი სომხეთში ჩავიდა