რომის პაპმა, ფრანცისკემ გენდერული თეორიის საფრთხებზე ისაუბრა და მას მახინჯი იდეოლოგია უწოდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, გენდერის იდეოლოგია კაცობრიობას საფრთხეს უქმნის.
ვატიკანში გამართული კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას, რომელიც ქრისტიანული სწავლებების მიხედვით მამაკაცებისა და ქალების როლის განვითარებას ეხებოდა, რომის პაპმა აღნიშნა, რომ გენდერის იდეოლოგია სახიფათოა, რადგან ის ცდილობს სქესთა შორის სხვაობის წაშლას.
„ვთხოვე, რომ ჩატარდეს კვლევები ჩვენი დროის ამ მახინჯ იდეოლოგიაზე, რომელიც აუქმებს განსხვავებებს და ყველაფერს ერთნაირად აქცევს. განსხვავებების გაუქმება ნიშნავს კაცობრიობის გაუქმებას“, – განაცხადა რომის პაპმა.