15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

რომის პაპი: ევროპაში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა სიმამაცე მოლაპარაკებებისას და პოზიციების დათმობისთვის მზადყოფნა

რომის პაპი ევროპას მოუწოდებს, მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებისას სიმამაცე გამოიჩინოს და გარკვეული პოზიციების დათმობისთვის მზად იყოს.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ომი კვლავ დაბრუნდა, მათ შორის ევროპაშიც და ეს არის ახალი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“, რომელიც ყოველდღიურად უამრავ მშვიდობიან მსხვერპლს იწირავს.

„საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ნამდვილად ვიღებთ თუ არა შემოქმედებით ძალისხმევას მსოფლიო მშვიდობის ხელშესაწყობად, თუ უბრალოდ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომისგან გამოწვეული სისხლდენა და უკეთ მოვემზადოთ იმ ომისთვის, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ჯერ კიდევ წინ გველის“, – აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშიკირცხალია: ოპოზიციურ პარტიებს უბრალოდ სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, ისინი ერთი სცენარის ნაწილი არიან
შემდეგი სტატიაიოზვიაკი: ევროკავშირში რუსეთის ГРУ-ს ტერორისტულ სიაში შეყვანას განიხილავენ