14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

რომის პაპი დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა

რომის პაპი, ლეო XIV დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა. დაპირისპირება ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ომის შესახებ ვატიკანის პოზიციას უკავშირდება.

ალჟირისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპმა აღნიშნა, რომ ვატიკანის მოწოდებები მშვიდობისკენ სახარებაზეა დაფუძნებული და ის ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკის გამო პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

პაპმა ლეო XIV-მ ხაზი გაუსვა, რომ მისი მისიის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა შეცდომაა. მან წუხილი გამოთქვა პრეზიდენტის რიტორიკის გამო, თუმცა აღნიშნა, რომ ეკლესიის გზას არ გადაუხვევს.

„ვფიქრობ, ჩემი გზავნილის იმ სიბრტყეში დაყენება, რასაც აქ პრეზიდენტი ცდილობს, ნიშნავს იმას, რომ მას არ ესმის, რა არის სახარების გზავნილი. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, თუმცა გავაგრძელებ იმას, რაც დღეს მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“.

პაპის განმარტებით, მისი კრიტიკა არ იყო მიმართული კონკრეტულად დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ზოგადად იმ „ყოვლისშემძლეობის ილუზიას“ ეხებოდა, რომელიც ირანის ომსა და სხვა გლობალურ კონფლიქტებს კვებავს.

„მე არ ვაპირებ დებატებში შესვლას. ის, რასაც ვამბობ, ნამდვილად არ არის ვინმეზე თავდასხმა. სახარების გზავნილი ძალიან ნათელია: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“, – განაცხადა პაპმა.

რომის პაპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვატიკანი კვლავაც შუამავლისა და მშვიდობის მხარდამჭერის როლს შეასრულებს და არ შეუშინდება პოლიტიკურ წნეხს ვაშინგტონიდან.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ჩინეთის ლიდერს სურს ირანის ომის დასრულება
შემდეგი სტატიაალექსანდარ ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს