6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რომის პაპი: დღეს ჩერნობილის ავარიის მეორმოცე წლისთავია, რომელმაც კვალი დატოვა კაცობრიობის სინდისზე

რომის პაპმა მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის მე-40 წლისთავზე მძლავრი ტექნოლოგიებისგან მომდინარე რისკების შესახებ ისაუბრა.

„დღეს ჩერნობილის ტრაგიკული ავარიის მეორმოცე წლისთავია, რომელმაც კვალი დატოვა კაცობრიობის სინდისზე. ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების თანმდევი რისკების შესახებ. ღვთის წყალობას ვანდობთ მსხვერპლებს და მათ, ვინც ჯერ კიდევ იტანჯება მისი შედეგებით. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ყოველთვის გაიმარჯვებს გამჭრიახობა და პასუხისმგებლობა, რათა ატომური ენერგიის ნებისმიერი გამოყენება სიცოცხლისა და მშვიდობის სამსახურში იყოს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: რუსეთის მიერ “დროას” აკრძალვით ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ არსებული პროპაგანდა დასრულდა
შემდეგი სტატიაინტენსიური თოვის გამო, უშგული-ლასდილისა და ცანა-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა