14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

რომის პაპი: ჩერნობილის ავარიამ კვალი დატოვა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე

მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის მე-40 წლისთავზე რომის პაპმა, ლეო XIV-მ მძლავრი ტექნოლოგიებისგან მომდინარე რისკების შესახებ ისაუბრა.

რომის პაპმა განაცხადა, რომ ჩერნობილის ავარიამ კვალი დატოვა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე.

დასავლური მედიის შეფასებით, არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთის ოთხწლიანმა ომმა, შესაძლოა, ტრაგედიის გამეორება გამოიწვიოს.

„დღეს ჩერნობილის ტრაგიკული ავარიის მეორმოცე წლისთავია, რომელმაც კვალი დატოვა კაცობრიობის სინდისზე. ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების თანმდევი რისკების შესახებ. ღვთის წყალობას ვანდობთ მსხვერპლებს და მათ, ვინც ჯერ კიდევ იტანჯება მისი შედეგებით. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ყოველთვის გაიმარჯვებს გამჭრიახობა და პასუხისმგებლობა, რათა ატომური ენერგიის ნებისმიერი გამოყენება სიცოცხლისა და მშვიდობის სამსახურში იყოს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის მე-40 წლისთავზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიამაკრონი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის