27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რომის პაპი აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდებს

Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპმა ლეომ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე ამერიკელებს მიმართა და მათ მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა.

გამოცემის ცნობით, რომის პაპის წერილში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის დაცვის ღირებულება მოიცავს „მიგრანტების მიღებას, დაცვას და დახმარებას“.

„მიგრანტების თანაგრძნობითა და კეთილშობილებით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ იმ ღირსების აღიარებაც, რომელიც ყველა ადამიანს ეკუთვნის“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც მან შეერთებულ შტატებს გაუგზავნა.

პაპმა ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიგრაციის საკითხს „ყოვლისმომცველი გზით გაუმკლავდნენ, მოახდინონ დაუყოვნებლივი დახმარების ძალისხმევის ინტეგრირება გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც შესაძლებელს გახდის მიგრანტების მიღებას, დაცვას, მხარდაჭერას და ინტეგრაციას“.

მან ევროპელ ლიდერებს ასევე მოუწოდა, ხელი შეუწყონ მიგრანტების ქვეყნებში არსებული პირობების გაუმჯობესებას, რათა ნაკლები ადამიანი გახდეს იძულებული საკუთარი სამშობლო დატოვოს.

რომის პაპმა ამერიკელებს წერილი იტალიის კუნძულ ლამპედუზადან გაუგზავნა. ლამპედუზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მიგრაციის მარშრუტზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა – დაშავებულია 4 პირი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა