რომის პაპი ამბობს, რომ პუტინს მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, მაგრამ პასუხი არ მიუღია

რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სთხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ფრანცისკემ, ასევე, თქვა, რომ მისი უკრაინაში ვიზიტი ჯერ არ იგეგმება.

“ომის პირველ დღეს დავურეკე უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის. და არა პუტინს, ამით მინდოდა, მკაფიო შეტყობინება გამეგზავნა მთელი მსოფლიოსთვის. 20-დღიანი ომის შემდეგ, კარდინალ პაროლინს ვთხოვე, პუტინისთვის გაეგზავნა მესიჯი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ახლა ამ შეხვედრის გამართვა”,- თქვა პაპმა.

რომის პაპმა გააკრიტიკა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი, რომელიც ომის მხარდამჭერია.

“კირილს 40 წუთის განმავლობაში ვესაუბრე Zoom-ის საშუალებით. პირველი 20 წუთის განმავლობაში მან ბარათით ხელში წამიკითხა ომის ყველა დასაბუთება. მოვუსმინე და ვუთხარი: მე ამის არაფერი მესმის. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკის ენის გამოყენება, არამედ იესოს”,- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლიბანის რესპუბლიკის ორი მოქალაქის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიათურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როცა უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან – ზელენსკი