რომის პაპი 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს

ვატიკანმა საქართველოსა და აზერბაიჯანში რომის პაპის ფრანცისკე პირველის ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა. რომის პაპი საქართველოში 30 სექტემებრს ჩამოვა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.

1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.

2 ოქტომბერს ფრანციკეს პირველი ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წაემომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება. 2 ოქტომბრის საღამოს რომის პაპი ვატიკანში დაბრუნდება.

ივნისის ბოლოს პონტიფიკოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა იწყება
შემდეგი სტატიადედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს