რომი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში დღეს მძიმე პაციენტს ჩამოიყვანენ

რომი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში დღეს მძიმე პაციენტს ჩამოიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს და ფრენა რომი-თბილისის მიმართულებით გეგმური რეისების ფარგლებში შესრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

„აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეები დღეს სპეცრეისით იტალიიდან დაბრუნდებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიახანძარი ბათუმში – 4 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა