რომი იტალიის ავტომაგისტრალის ოპერატორის პასუხისგებაში მიცემას აპირებს

რომი იტალიის ავტომაგისტრალის ოპერატორის პასუხისგებაში მიცემას აპირებს რომის მთავრობა გენუაში ხიდის ჩამონგრევის გამო კომპანია Autostrade per l’Italia-ს პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომელიც იტალიის ავტომაგისტრალს მართავს. “პირველ ყოვლისა, Autostrade per l’Italia უნდა გადადგეს” – ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე 15 აგვისტოს დაწერა.
მინისტრის თქმით, კომპანიას ლიცენზია უნდა ჩამოერთვას და დაჯარიმდეს 150 მილიონი ევროთი, რადგანაც “ავტომაგისტრალის ოპერატორმა ინფრასტრუქტურის მომსახურების შეთანხმების ფარგლებში ხელშეკრულების შესრულება ვერ შეძლო” – იტალიურ მედიას განუცხადა ტონინელმა.

გენუაში ხიდის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. 16 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვენილი, მათგან თორმეტის მდგომარეობა კრიტიკულია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ავღანეთში 46 ლტოლვილი დააბრუნა
შემდეგი სტატიაშვედეთში მოზარდების ბანდებმა 80-მდე მანქანა დაწვეს