“რომეო და ჯულიეტას” დაწერის ზუსტი ადგილი დაადგინეს


ბრიტანელმა ისტორიკოსმა ჯეფრი მარშმა განაცხადა, რომ მან გამოარკვია სად ცხოვრობდა დრამატურგი უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტას” დაწერის პერიოდში – “ბიბისი ნიუსი” ავრცელებს. ითვლება, რომ შექსპირი ნაწარმებზე მუშაობისას ცხოვრობდა ადგილზე, სადაც დღეს ლივერპულ-სტრითი მდებარეობს, თუმცა, მარში ირწმუნება, რომ მწერალი ცხოვრობდა გრეით სენტ-ჰელენსის გადაკვეთაზე მდებარე N 35 სახლში, სადაც სითი-ქუჩა და წმინდა ელენეს ეკლესია ერთიანდება. ამის დასადგენად ისტორიკოსმა ბევრი წყაროი შეისწავლა, სადაც ავტორის სახელია ნახსენები – “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში მშობლებს შვილს დააშორებენ, თუკი მას აცრები არ ექნება გაკეთებული
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის რეაქცია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდზე (ვიდეო)