6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

რომელმა მსახიობებმა დატოვეს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ ისინი “ფეისბუქზე” წერენ.

“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ”,- წერენ მსახიობები.

ინფორმაციისთვის, “ოცნების” პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გადაღებების გამო, გუშინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან პროევროპულ აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, რამაც მსახიობებში პროტესტი გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა