21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“რომელმა ძალებმა დაწნეხეს ფეხბურთელები, გამაგებინოს”- კახა ზივზივაძე გველესიანზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე ეროვნული გუნდის ყოფილი წევრის, გიორგი გველესიანის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს — ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ.

მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის, 26 ფეხბურთელიდან 4 მა „გაუძლო“ ძალების დაწნეხვას?

რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ — წერს ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანმა „Geo Team“-თან პირველ ინტერვიუში, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩაწერა, განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ფეხბურთელების უმრავლესობის მიერ გაკეთებული ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები გარკვეული ზეწოლისა და „გაუაზრებელი ქმედების“ შედეგი იყო.

banner
წინა სტატიაშისეს-ი: დაურეგისტრირებელ ცხოველებს გრუმინგ-ცენტრები ვერ მოემსახურებიან
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი: ნოროვირუსი ადვილად გადამდებია -უკვე უნდა გვქონდეს ოჯახის წევრების ინფიცირების შემთხვევებიც