რომელიღაც პოლიტიკურ ძალას ეკლესიის დამორჩილება სურს – მამა ელიზბარ ოდიშვილი

ქაშუეთის ტაძარში მოღვაწე მამა ელიზბარ ოდიშვილმა 30 წლის წინანდელი ამბები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მამათმავლობის ცოდვის გამო ეკლესიიდან რამდენიმე მაღალი წოდების სასულიერო პირი განიკვეთა.

მამა ელიზბარი ბოლო დროს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას ეკლესიის დამორჩილება სურს.

“მე მახსოვს, როცა იქ რამდენიმე ეპისკოპოსი განიკვეთა. ერთი არქიმანდრიტი იყო, ორი ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი იყო ერთი, მეორე იყო ჭყონდიდელი. განიკვეთა მამათმავლობის მიზეზით, მაგრამ მერე რა გაკეთდა იცით? რომ განიკვეთნენ, მათ მოუწოდეს, მონასტერში წასულიყვნენ. ეკლესიაში იყო ბრძოლა, ბრძოლა ახლაც არის, და ყოველთვის იქნება ეს. მაშინ იბრძოდა აქ უშიშროება. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მე ვერ ვიტყვი, ტყუის, არ ტყუის, მე ხომ სანთელი არ მეჭირა და მე ხომ იქ არ ვიყავი. ვფიქრობ, აქ უკვე პოლიტიკაა გარეული, ეკლესიის დამორჩილება უნდა რომელიმე მხარეს,”- განაცხადა მამა ელიზბარ ოდიშვილმა.

მამა ელიზბარის სიტყვებს ადასტურებს კიდევ ერთი სასულიერო პირი. მამა გიორგის თქმით, მას ახსოვს მსგავსი შემთხვევები, როდესაც მამათმავლობის ცოდვის გამო სასულიერო პირები ეკლესიიდან განიკვეთნენ.

“ასეთი ფაქტები, როგორც სასულიერო, ასევე საერო წრეში ძალიან ბევრს ესმოდა და იყო ისეთი ფაქტები, როდესაც ზნეობრივმა კომისიამ ზოგიერთ სასულიერო პირს შეუჩერა მსახურება, ზოგი განკვეთა.

რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებებს, არასდროს მსმენია, მხოლოდ ტელევიზიით გავიგე ეს ყველაფერი და ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან ვადასტურებთ, ან უარვყოფთ, რადგან რაც არ იცი, იმას დადასტურებით ვერასდროს იტყვი. მაგრამ, ესაა დაუჯერებელი, კიდევ ერთხელ ვიტყვი. იყო რამდენიმე სასულიერო პირი, ვისაც შეუჩერეს, მაგრამ სახელები არ ვიცი,”- განაცხადა მამა გიორგიმ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს მინისტრი, რომელიც უმძიმეს დანაშაულშია ეჭვმიტანილი – ბაჩანა შენგელია ბატიაშვილზე
შემდეგი სტატიაახალგორის საავადმყოფოში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა