რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური “ინდური შტამის” წინააღმდეგ

“დელტასთან დაკავშირებით ასევე დამატებით ინფრომაცია ვრცელდება, რომ შედარებით ადვილად აინფიცირებს უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს”, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს.

“ასევე მეტად ახასიათებს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, ფაღარათი მაგალითად და ასევე სურდო, რომელიც ტრადიციულად კოვიდისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი. ჰოსპიტალიზაციის სიხშირე ორჯერ აღემატება დელტა-შტამის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვირუსი, ფაქტია, რომ უფრო აგრესიულია წინამორბედებთან შედარებით. კარგი იქნებოდა, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი ყოფილიყო “ფაიზერის” ვაქცინით აცრილი, რადგან კვლევები გვიჩვენებს, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ყველაზე ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

banner
წინა სტატიაში2 თვე ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან: მეუფე იაკობი პანსიონში ვითარებაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით – სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე