რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ . ოფიცრებს მათი სამოქმედო უბნის მოსახლეობასთან ყოველდღიური კავშირი აქვთ და ფარავენ ისეთ თემებს, როგორიცაა არასრლწლოვანთა უსაფრთხოება, ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, სამეზობლო კონფლიქტები, საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოება და ა.შ.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

ოფიცრების შერჩევა მოქმედი თანამშრომლებიდან და ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და მუშაობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დაიწყეს.

საკუთარი უბნის ოფიცრის მოძებნა მოსახლეობას officer.ge-ზე შეუძლია. ოფიცრებთან დაკავშირების საშუალება მოქალაქეებს ნებისმიერ დროს აქვთ სოციალურ ქსელში (ფეისბუქში) ოფიცრების პირადი გვერდების მეშვეობით და მობილური ტელეფონით.

მართლწესრიგის ოფიცრები უახლოეს პერიოდში ძველი თბილისის რაიონშიც დაიწყებენ მუშაობას. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, მოგვიანებით კი მთელ საქართველოში დაინერგება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, ქვეყანა წინ წაიყვანოს
შემდეგი სტატიაკახა ქემოკლიძე – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის