რომელ რეგიონში რამდენი საარჩევო ოლქი იქნება-ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად.

კობახიძის თქმით, თბილისში შვიდი ოლქი იქნება.

კერძოდ, კობახიძის ინფორმაციით, ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: გურია – ერთი, აჭარა – სამი, თბილისი – შვიდი, სამეგრელო – სამი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი – ერთი, იმერეთი – ოთხი, შიდა ქართლი – ორი, კახეთი – სამი, ქვემო ქართლი – სამი, სამცხე ჯავახეთი – ორი, მცხეთა-მთიანეთი – ერთი.

შეგახსენებთ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარება სთხოვა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოში ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას პროცესი გადაიდო