27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

რომელ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე მაღალი და დაბალი საშუალო ხელფასი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასის განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:

თბილისი – 2 770.6 ლარი;

მცხეთა-მთიანეთი – 2 188.8 ლარი;

ქვემო ქართლი – 2 011.4 ლარი;

აჭარა – 1.889.4 ლარი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 587.9 ლარი;

შიდა ქართლი – 1 538.9 ლარი;

სამცხე-ჯავახეთი – 1 520.8 ლარი;

იმერეთი – 1 471.4 ლარი;

გურია – 1 458.7 ლარი;

კახეთი – 1 418.5 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 223.3 ლარი.

ცნობისთვის, ამავე მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით).

საქსტატის ინფორმაციითვე, 2026 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

banner
წინა სტატიაშიA კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა: დეტალები
შემდეგი სტატიაია დარახველიძე განმარტავს, რატომ დატოვა საქართველო 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე