25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

რომელ კუთხეში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული

საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში – 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი.

გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული:

თბილისი – 948 108 ავტომობილი (47%)

იმერეთი – 212 352 ავტომობილი (10.7%)

ქვემო ქართლი – 164 160 ავტომობილი (8.3%)

კახეთი – 152 279 ავტომობილი (7.7%)

აჭარა – 129 642 ავტომობილი (6.5%)

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108 312 ავტომობილი (5.4%)

შიდა ქართლი – 96 444 ავტომობილი (4.8%)

სამცხე-ჯავახეთი – 67 179 ავტომობილი (3.4%)

მცხეთა-მთიანეთი – 45 230 ავტომობილი (2.2%)

გურია – 40 763 ავტომობილი (2%)

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 360 ავტომობილი (0.5%)

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე: გამოძიებით უტყუარად დასტურდება თვითმკვლელობა, ხელახალი გამოძიების საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიაგაძვირდება თუ არა კვერცხი- რას ამბობენ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში