რომელ გზებზე გადაადგილებაა აკრძალული თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი-ვინც მესაუბრებოდა წინადადება ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ვუთხარი – თანახმა ვარ
შემდეგი სტატიასხვადასხვა ქვეყნის ლიდერები პუტინს გამარჯვებას ულოცავენ