რომან კაკულია „თიბისი ბანკზე“- პროკურატურას ალბათ ჰქონდა სათანადო მიზეზი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა

პროკურატურას ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელსაც თავისი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ბიზნესგარემოთი ცდილობს იამაყოს დანარჩენ მსოფლიოსთან, – ამის შესახებ  „თიბისი ბანკთან“ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურას ალბათ ჰქონდა სათანადო მიზეზი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.

„ამ ეტაპზე არავითარი ეჭვის საფუძველი არ მაქვს. დაველოდოთ მოვლენებს და შემდეგ შევაფასოთ ვითარება“, – განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება ექსპერტების შეფასებას, რომ ამ გამოძიებას შესაძლოა მძიმე საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვეს, კაკულიას განცხადებით, მძიმე საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება მაშინ, თუ დადასტურდება, რომ ეს ყველაფერი ატეხილია არაფრის გამო.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

 

banner
წინა სტატიაშიგენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკის” საქმეზე განცხადება გაკეთდება
შემდეგი სტატიამერის კომპეტენცია ტექნიკურად გამართული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც კახა კალაძე წარმატებით ასრულებს