რომან კაკულია – „თიბისი ბანკის“ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში მოსმენა გაიმართება

„თიბისი ბანკის“ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში მოსმენა გაიმართება, -ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

„თიბისი ბანკის“ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება იქნება და პარლამენტში აუცილებლად მოვუსმენთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. თუმცა მნიშვნელოვანია, მოსმენის დროს მაქსიმალური ინფორმაციით ვიყოთ აღჭურვილი შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ მსჯელობა საგნობრივი იყოს და არ იყოს ცალმხრივი.

ვიფიქრებდი იმაზე, ასეთი მოსმენის ჩატარება როდის არის მიზანშეწონილი. მოსმენა ცალმხრივად შეიძლება, მაგრამ პოზიცია რომ ჩამოიყალიბო, ორივე მხარის არგუმენტირებული მოსმენა გინდა. იდეა მისაღებია, მაგრამ როდის, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის გვექნება პროკურატურის მხრიდან უფრო მყარი ინფორმაცია, რათა უკეთ ინფორმირებული ვიყოთ პოზიციის ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი იუნესკო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა