რომან კაკულია საპენსიო სააგენტოს ხელფასებზე – პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს

პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს, – განუცხადა ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომლის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს წევრთა წლიური ხელფასი 60 ათას დოლარამდე იქნება.

“მაშინ როდესაც პარლამენტის ხელფასი არის ის რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად, ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე”, – აღნიშნა კაკულიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმენენ და მათ მიმართ არაერთი კითხვა დაისმევა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასი წელიწადში 60 ათას დოლარამდე იქნება. შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 5 აპრილამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკრიმინალური გარჩევის შემდეგ მამაკაცმა პოლიციის შენობაში თავის მოკვლა სცადა
შემდეგი სტატიაპირობა დადებული გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ჩვენს კანონპროექტში სრულად ავსახავთ