რომან კაკულია: მე კულტურის სამინისტროს აუცილებლობაზე ვსაუბრობ

„კულტურის სამინისტროს მე ვემხრობი, მთავარ გამოწვევად რას ხედავთ დღეს, ხართ თუ არა მზად, რომ მოამზადოთ მაგალითად ასეთი ტიპის კვლევა, რომლის შინაარსიც იქნება ზოგადად მოდერნიზაციის პროცესში, ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში, როგორია კულტურის ზემოქმედება და როლი, კულტურის მნიშვნელობასთან მხოლოდ ქართული კულტურის დამოკიდებულებამ არ მიგვიყვანა, ვხედავ რომ ძალიან სერიოზული ფაქტორია კულტურული ფაქტორი, როგორც ფაქტორი ეკონომიკური განვითარებისათვის.

ხართ თუ არა მზად ინსტიტუციონალურად, გყავთ თუ არა გუნდი ისეთი ადამიანების რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ქვეყნის მოდერნიზაციის მისი ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში, ქართული კულტურის როლი და გამოწვევები ქვია. მე კულტურის სამინისტროს აუცილებლობაზე ვსაუბრობ და ვგულისხმობ ჩვენი ქვეყნის განვითარებას “ -ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, პარლამენტში სადაც რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.

რომან კაკულია ასევე დაინტერესდა პროფესიულ განათლების პროგრამების სწავლებაზე, თუ რამდენად არის ეს პროგრამები შეჯერებული ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან, რომ ამ პრიორიტეტებზე არის კონცენტრირებული პროფესიული განათლება და როგორ ზუსტდება ეს ყველაფერი.

banner
წინა სტატიაში“არაადეკვატურობის პიკს აღწევენ უკვე”-გოცირიძე
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი: სპორტის როლი ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტად გასაზრდელია