რომან კაკულია – “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, თუმცა ჩემი პოზიცია კანონპროექტის მიმართ არ იცვლება

მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია შემიძლია გითხრათ, პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, რადგან ერთ-ერთ საკითხს არ ვეთანხმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სესიაზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართება, პოზიციას არ შეიცვლის და მას მხარს დაუჭერს.

„მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია შემიძლია გითხრათ. პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, რადგან ერთ-ერთ საკითხს არ ვეთანხმები. უბრალოდ მხოლოდ ამ მიზეზის გამო. სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში საფრთხეს არ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ინსტიტუციები არსებობენ, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ თემაზე გარანტირებული მეთვალყურეობა. მხოლოდ ამ მიზეზის გამო ვერ გავიზიარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია თავად კანონპროექტის მიმართ იცვლება. როდესაც კენჭისყრის საკითხი დადგება სესიაზე, იქ ჩემი პოზიცია უცვლელი იქნება”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში ოპოზიციისა და არასამთავრობოების ჩართვას ითხოვს
შემდეგი სტატიაწმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა