რომან კაკულია – ცესკო-ს თავმჯდომარე შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყოს, ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს როგორც დღეს, ასევე არჩევნების დროსაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

რომან კაკულია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ზუგდიდში განვითარებულ პროცესებზე ჩამოყალიბებული აზრი ჯერ არც მე მაქვს, მაგრამ ალბათ, ცესკო-ს თავმჯდომარე შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყოს, ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს როგორც დღეს, ასევე არჩევნების დროსაც. რადიკალურად დაპირისპირებულ ადამიანებს შორის შესაძლოა, დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა უზრუნველყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სერიოზული გართულებები გამოვრიცხოთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშილაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება
შემდეგი სტატიამანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს