რომან კაკულია: ბიძინა ივანიშვილის წერილში ყველა ძირითად საკითხზე პასუხი გაცემულია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წერი რომან კაკულია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილში ყველა ძირითად საკითხზე პასუხი გაცემულია.

როგორც რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს წერილი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმით, რომ ეს არის იმ ადამიანის, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ქართულ პილიტიკაში.

„როცა წინაასაარჩევნო პერიოდში შევდივართ, მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ადამიანის დამოკიდებულება იმ ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებით, რაზეც კონცენტრირებული იქნება ყველა პოლიტიკური ძალა.წერილი არ ტოვებს შეკითხვებს, ვისაც გაგება და დანახვა უნდა ყველა ძირითად საკითხზე პასუხი გაცემულია”, – აცხადებს კაკულია.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი ძალიან მკაფიოდ არის გამოყოდილი, ყველანაირი განმარტება გაცემულია, ეს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთარი პოლიტიკური აზროვნების მწვერვალი გონია იმის წარმოჩენა, რომ ხვალ შესაძლოა ევროკავშირისა და ნატოს კარი არ გაიღოს. განსაკუთრებით გამოვყოფ ციფრების ნაწილს წერილში, სადაც გადამოწმებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ მთავრობის პირობებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, მხოლოდ ერთ ციფრს ვიტყვი, 62 % პირდაპირი ინვესტიციების ზრდა ძალიან მრავლიმეტყველია”, – აცხადებს რომან კაკულია.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ბიძინას ჩართულობას აღარ ექნება იმხელა ეფექტი, როგორც 2012 წელს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” მიმართ ნდობა დიდწილად ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება”