რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ “თიბისის” გარშემო განვითარებულმა პროცესებმა ლარის კურსზე გავლენა იქონია

„გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ასე პირდაპირ დიაგნოზს ვერ დავსვამდი,“- ასე უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაუფასურებაზე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

რომან კაკულიამ არ გამორიცხა, რომ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებმა ეროვნული ვალუტის ცვლილებაზე გავლენა იქონიოს.

„ეს არის გამოძახილი იმ მუდმივი პრობლემების და რა მყისიერად აშვებული შეცდომის. თუ ის გაიზრდება და მივადგებით 20-25-პუნქტიან სხვაობას, ცხადია, მერე უკვე სხვა სიღრმისეული ანალიზი გვმართებს. ამ შემთხვევაშიც ისრები ეროვნული ბანკისკენ, მაგრამ ჯერ არ მომხდარა ისეთი რამ, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთოს. მაგრამ გონივრულობას თუ გაცდება ეს პუნქტები, ცხადია, მერე შეკითხვები ეროვნულ ბანკს,”- განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ლარი 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა ხანმოკლე პაუზის შემდეგ ისევ ვარდნის რეჟიმში გადადის. ერთი დოლარის ღირებულება დღეს გადამცვლელ ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 70 თეთრია, გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში.

banner
წინა სტატიაში“მე პირადად მიმაჩნია, რომ ნამდვილად საფუძველი არის,” – ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბრობს
შემდეგი სტატიატყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშია გაგზავნილი