“იმედის” რუხაძემ, მე ვერ დამასანქცირებენ, ამერიკის მოქალაქე ვარო. მასე ეგონა საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილსაც.
ერთი თვის წინ, როცა ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა, მოხდა პირველი პრეცედენტი-დასანქცირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ( ნიდერლანდების) მოქალაქე და მისი კომპანია, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობისათვის დაწესებულ სანქციებს არღვევდა.
ირაკლი რუხაძეს ვერ დაიცავს ამერიკის მოქალაქეობა, ისევე როგორც ივანიშვილი ვერ იხსნა საფრანგეთის მოქალაქეობამ. ამერიკის მოქალაქეობა შესაძლოა უფრო მძიმედ დაუჯდეს. მოქალაქეობა მხოლოდ პრივილეგია არ არის, პასუხისმგებლობაცაა.
რა მოუვიდა “ტელეგრამის” მეპატრონეს, მილიარდერ პაველ დუროვს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, უნდა იცოდეს ბიძინას ირაკლიმ-ფრანგულ ციხეში ამოყო თავი. ახლა შინაპატიმრობაშია.”,-წერს რომან გოცირიძე.
TV იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს, იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება და აგიხსნით, რატომ. სხვა ქვეყანას შეუძლია, დამასანქციროს, ამერიკას – ვერ, მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს.