რომან გოცირიძის პირველი კომენტარი-შეცვლის თუ არა ღარიბაშვილი ქადაგიძეს?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 27, 2015 16:32

რომან გოცირიძის პირველი კომენტარი-შეცვლის თუ არა ღარიბაშვილი ქადაგიძეს?

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძიეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “თაიმერის” ექსკლუზივს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ეროვნული ბანკის შესაძლო გაპრეზიდენტებას ეხება, “თაიმერთან” საუბარში აცხადებს , რომ ამის ალბათობა, პრაქტიკულად, არ არსებობს.

“ამის ალბათობა მინიმალურია. ძალიან უნდა შეიცვალოს პოლიტიკური რეალობა.
თებერვალში ქადაგიძის ნაცვლად ეროვნული ბანკის საბჭოში დასანიშნ კანდიდატურას პრეზიდენტი ეძებს სპეციალისტების დახმარებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება. არც ისაა გარანტირებული, დაამტკიცებს თუ არა მას პარლამენტი. არც ესაა დიდი პრობლემა. მომავალი წლის დეკემბრამდე ეყოლება ეროვნულ ბანკს მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. შემდეგ კი კიდევ საბჭოს სამ წევრს, მათ შორის ორ ვიცე-პრეზიდენტს გასდის ვადა. ასე, რომ არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს მოუწევს ოთხი გამოთავისუფლებული წევრის წარდგენა. ძალთა თანაფარდობა აშკარად პრეზიდენტის სასარგებლოდ იქნება შეცვლილი. ის მთავრობა უკვე არ იქნება ამნაირი მთავრობა. პარლამენტიც სულ სხვა პროფილის იქნება. თანაც დრო პრეზიდენტის სასარგებლოდ მუშაობს. შვიდიდან ოთხი წევრის ნაკლებობა ეროვნული ბანკის საბჭოში გამოიწვევს მის სრულ პარალიზებას. ამიტომ პარლამენტი იძულებული გახდება დაამტკიცოს პრეზიდენტის კანდიდატურები. რომც ივაჭრონ და ერთი-ორი საკუთარი კადრი გაიყვანონ, ეს არაფერს ცვლის-საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთს ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავს ეროვნული  ბანკის პრეზიდენტად” – აცხადებს  რომან გოცირიძე “თაიმერთან საუბარში.

მისივე თქმით, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს სპეციალისტების დახმარებით ეძებს, რაც პროცესისადმი ნდობას იწვევს. “გასათვალისწუნებელია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევას ახორციელებს სპეციალისტების დახმარებით. ეს მეტ ნდობას აღძრავს ამ პროცესისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონებასა და მხარდაჭერას იწვევს, რითაც პრეზიდენტი მარგველაშვილის პოზიციები კიდევ უფრო მყარდება” – ამბობს ევროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც “ამ არაფორმალური კომისიის მუშაობაში მონაწილეობს”. მისივე თქმით, ისინი ორი თვეა საბჭოს ახალ წევრებს ეძებენ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ეროვნულ ბანკში მოსვლას, გოცირიძის თქმით, ეს ძნელად წარმოსადგენია: “ძნელად წარმომიდგენია, რომ ის (საბჭოს წევრი- რედაქცია) ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყოს. არც ის მგონია, რომ მას ამის სურვილი ქონდეს” – ამბობს რომან გოცირიძე.

 

 

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 27, 2015 16:32

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics