რომან გოცირიძე:სინქრონულად ამოქმედდა საქართველოში რუსული აგენტურა

gociridze

გც12087299_969008183158779_8803992772502317263_o“ატყობთ ხომ, როგორ სინქრონულად ამოქმედდა საქართველოში რუსული აგენტურა, რუსული ფულით დაფინანსებული მედია, არასამთავროები, პარტიები. ოთხი წელი ტყუილად კი არ ამზადებდნენ. დადგა х საათი. მოახლოვდა არჩევნები. ჩვენს თვალწინ განიცდიან ლუსტრირებას.
ჯაშუში წითელაშვილის, კვარაცხელიას და სხვათა აქტიურობას მხოლოდ ხმაურიანი ფონის შექმნის როლი აკისრია. კონცერტზე ვარსკვლავების გამოსვლის წინ გამხურებლებით რომ ართობენ ხალხს. მთავარი პროცესები საარჩევნო ”ვარსკვლავების” ირგვლივ ვითარდება. დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის ჰეგელისეული კანონი მოქმედებაშია. პრორუსულ კონკურენტ-მეგობრებზე ამყარებს რუსეთი იმედს. ოცნების თამადობით, რა თქმა უნდა.
ცალ-ცალკე და ერთად! ესაა სამოქმედო სტრატეგია. თუ გაუვიდათ, არ დაადგება კარგი დღე ქვეყანას”-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში მიმდინარეობს გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები
შემდეგი სტატიაბორჯომში არ წვიმს- ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან