„გიხაროდენ! „ქართული ოცნების“ პროგრამის ზეპირი, მოსმენითი ვარიანტი ბიუროკრატიული, ე. წ. დარგობრივი განვითარების პრინციპზე აგებული უღიმღამო დოკუმენტია, გაზავებული უტოპიური დაპირებებით,“ – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამას, რომელსაც გოცირიძე „ფეისბუქში“ ვრცელ სტატუსს უძღვნის.
„თუ პროგრამის შედარება შეიძლება ადამიანთან, ოცნების ძველი პროგრამა ჰგავდა კვაჭი კვაჭანტირაძეს, ახალი კი საბჭოთა რაიკომის მდივანს. როცა ტექსტი გამოქვეყნდება, უმოკლეს დროში გვექნება საფუძვლიანი განხილვა. კლიპიც კი, კარგი სიმღერის რემიქსი, რაღაცით ჰგავს ამ პროგრამას: ყალბი, ხელოვნურად პათოსური, ”იმ ბრძენი კაცისადმი” ღია თუ ფარული მადლიერების დემონსტრირებით, ”მიშას ხედების” შეგნებული იგნორირებით, ნაფტალინის სუნით და შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის ასოცირებით! გიხაროდენ!“ – წერს რომან გოცირიძე.