რომან გოცირიძემ ვარკეთილის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა პარტიის პროგრამის ეკონომიკური და სოციალური ნაწილის განხილვა

14467055_1790157787897089_1399186564_oნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა პარტიის პროგრამის ეკონომიკური და სოციალური ნაწილის განხილვა, რომელსაც პარტიის აქტივი ესწრებოდა.
შეხვედრა სემინარის ხასიათს ატარებდა და კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული ის მთავარ საკითხები, რომელიც ამომრჩევლამდე უნდ იყოს მიტანილი, როგორც პარტიის მთავარი გზავნილი. პარტიის სიის ათეულის წევრმა და პროგრამის ერთ-ერთმა ავტორმა რომან გოცირიძემ კიდევ ერთხელ გააცნო დაამსწრე საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვანი დაპირება, რომლის შესრულებასც პარტია აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ვარკეთილში მაჟორიტარობის კანდიდატთან, ირაკლი ნადირაძესთან ერთად იმსჯელეს იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას.
შეხვედრის შემდეგ რომან გოცირიძე და ირაკლი ნადირაძე, თავად ეწვიენ ამომრჩევლებს თავიანთ ოჯახებში და პირადად გადასცეს პარტიის საარჩევნო ბუკლეტები.

14536627_1790158997896968_803894724_o14522584_1790158711230330_1847712706_o

banner
წინა სტატიაშირონალდოს თვითმფრინავმა ბარსელონაში ავარია განიცადა
შემდეგი სტატიაისრაელში ტელევიზია, რომელიც “რუსთავი 2”-ს მაუწყებლობდა, ახლა “იმედს” რეტრანსლირებს