რომან გოცირიძე:დავით კოღუაშვილს პირველმა მისმა მეგობარმა, კვირიკაშვილმა აქცია ზურგი

gociridze

gociridze“ქართული ოცნების ახალმა წევრმა დავით კოღუაშვილმა სწორი განცხადებები გააკეთა. ეს შეიძლება ყოფილიყო დამყაყებული მმართველი ძალის რებრენდინგის კარგი საფუძველი. საცვლად ამისა ჩაქოლეს. პირველმა მისმა მეგობარმა, კვირიკაშვილმა აქცია ზურგი.
წარუმატებელი გამოდგა მისი დაბრუნება პოლიტიკაში. ახლა დაიწყებს მონანიებას, საპირისპირო აზრების გამოთქმას ძველის გადასაფარავად. ამის გარეშე სიაში არავინ ჩასვამს. მოკლედ, კიდევ ერთი ოცნებისტის სწრაფი დევალვირების მოწმე გავხდებით.
სწორს ამბობდა ახლახან ოცნებიდან გაქცეული მათი გენერალური მდივანი.
ნიანგებმა შეჭამეს ბატკანი:)”-აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების სხვა წევრებისგან განსხვავებულია დავით კოღუაშვილის პოზიცია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შესახებაც. ის კრიტიკის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებსაც აღნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზურმა «სამხედრო პროკურატურამ» ხურჩის ინციდენტზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა: “ესე თავხედურად ვერავინ გაბედავდა მოეკლა ჩვენი მოქალაქე”