რომან გოცირიძე: ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვირუსების თავიდან აცილების პრევენციისთვის ეკლესიას ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?!
რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!
ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე?
არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება“, – წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ თალაკვაძე: ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს