რომან გოცირიძე: ვინ მისცათ უფლება გაფიცვები აცხადონ?

1. ვინ მისცათ უფლება გაფიცვები აცხადონ? უზრუნველყონ რა პაკეტიც მაქვს შეძენილი.
2. რუსული კრემლის არხებით რომ წამლავენ აქაურობას, არ იყიდონ და ლარნახევარს კი არა მეტს დაზოგავენ. ეს არხები უკვე აკრძალულია მოლდოვაში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში. რაშა თუდეი და კიდევ ერთი-ორი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.
3. 51 მილიონი ლარია წელს გამოყოფილი საზ. მაუწყებლისთვის. 6 მილიონით მეტი. ძალიან ბრიყვული კანონი გვაქვს. მშპ-ს 0,14 პროცენტი ყოველთვის უნდა მივცეთ საზ. მაუს. გაიზრდება ეკონომიკა, გაეზრდება დაფინანსება. ეს ფული უნდა წავიდეს ყველა მთავარი მედიასაშუალების დასაფინანსებლად. როგოც პარტიები ფინანსდება ბიუჯეტიდან. ჯანდაბას, თუ პატრიოტთა ალიანს ვაფინანსებთ, ობიექტივსაც ერგოს რაღაცა. რა განსხვავებაა.
4. სხვა გამოსავალი არ არის. დღეს ტელევიზიებმა ყველა არსებული მექანიზმით უნდა გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. განსაკუთრებით ეს ეხება რუსთავს. სხვებს დამფინანსებლები ჰყავთ.
5. ერთ პაკეტად გაერთიანება არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ალბათ კანონიერი. კარტელი არ გამოვა, რადგან საზმაუს მიაქვს დიდი ფული. ალბათ ამ ბაზრის 30-40 პროცენტი. რუსთავ-იმედის პულის გარდა სხვა შემოსავლიანი არხებიც არიან ბაზარზე(კავკასია, ტვ. 1, იბერია, ობიექტივი, პალიტრა და სხვა).
6. სწორი აზრია, რომ დიდ საკაბელოებს შეუძლიათ თავი გაართვან და ოატარები დაიჩაგრებიან. მართლაც, დიდებს შეუძლიათ მოგება მოიკლონ და პაკეტის გაძვირების გარეშე მიაწოდენ იგივე პროდუქტი. მცირე საკაბელოებს გაუჭირდებათ კონკურირება. ამიტომ ფასი უნდა იყოს დიფერენცირებული-აცხადებს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში საკაბელო ტელევიზიების პროტესტი კომპანია „ჯი-ემ-არ“-ის იმ მიმართვას მოჰყვა, რომლის მიხედვით, საკაბელო ოპერატორებმა ქართული არხების ტრანსლირების სანაცვლოდ კომპანიას თანხა უნდა გადაუხადონ.

„ჯი-ემ-არ“-ი, რომელიც ექვს კერძო არხს („რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მარაო“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიეს) წარმოადგენს, საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს და საკაბელო ტელევიზიებს კომერციულ პირობებზე შესათანხმებლად მოლაპარაკებას სთავაზობს.

საკაბელო ტელევიზიები კომპანია „ჯი-ემ-არ“-თან რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება, კავშირის ინფორმაციით, მხოლოდ ,,მაგთიკომმა’’ მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიკიევში რადას შენობასთან ოთხი ადამიანი დაშვდა
შემდეგი სტატია,,აი ეს არსება გუშინ გაათავისუფლეს. ზედ რვა ქურდული ვარსკვლავი ახატია… მისი ბანდა მზადაა თურქეთიდან დავალებების მისაღებად“