რომან გოცირიძე : ვერ მივიღეთ პასუხი, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა

admin
ავტ.: admin მაისი 29, 2020 13:40

რომან გოცირიძე : ვერ მივიღეთ პასუხი, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა

ვერ მივიღეთ პასუხი, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ მან ანგარიშის წარდგენისას მთელი რიგი საკითხები უპასუხოდ დატოვა.

„პრემიერ-მინისტრმა ვერ გვიპასუხა, რეგიონში ყველაზე მეტად რატომ დაზიანდა საქართველოს ეკონომიკა? რატომ არის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არცერთი თეთრის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარება? რატომ არ არის დღემდე დაწყებული ანტიკრიზისული პროგრამის არცერთი ნაწილი? რატომ ხდება, რომ მთავრობა ყოველ პრეზენტაციას ამთავრებს სიცრუით? გუშინ ერთ-ერთი სიცრუე მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველოში დიდი მასშტაბით მშენებლობებს აპირებს. სინამდვილეში, ეს იყო საკუთარი სამშენებლო კომპანიებისთვის ჩვენი ჯიბიდან კორუფციული სქემით ფულის გადაცემის მექანიზმი. ვერ მივიღეთ პასუხი, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა. ყველა კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი – ამ 8 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაანგრია და ჩამოშალა ეკონომიკა. აწარმოებდა არასწორ საბიუჯეტო მონეტარულ პოლიტიკას, ერთ არაფორმალურ მმართველზე იყო ჩამოკიდებული მთელი გუნდი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა მიიყვანა იმ საშინელ მდგომარეობამდე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ამიტომ ინტერპელაციის მთავარი კითხვა იქნება, რატომ იზრდება საქართველოში სიღარიბე და რატომ ხდება, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით მოიმატა პენსიონერთა და ბავშვთა სიღარიბემ?

ოქტომბრამდე მიაღწევს თუ არა ქვეყანა, ესეც კი საკითხავია. ოქტომბერში უკვე არ იქნება ეს ხელისუფლება და საბედნიეროდ არ მოგვიწვს ამ კითხვების დასმა ამ მთავრობისთვის. ოქტომბერში უკვე სხვა, კოალიციური მთავრობა იქნება და როგორც აქამდეც ამოგვიყვანია ქვეყანა ეკონომიკური ჭაობიდან და წაგვიყვანია წინ, ამას გავიმეორებთ უფრო უკეთესად,”- განაცხადა გოცირიძემ.

admin
ავტ.: admin მაისი 29, 2020 13:40

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics