რომან გოცირიძე : ვაგრძელებთ ბოიკოტს და პიკეტირებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მთელი მსოფლიო ითხოვს

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად აქტიურდება ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ და საკუთარ დამოკიდებულებას ამჯერადაც პარლამენტისა და სხვა საჯარო დაწესებულებებთან პიკეტირების გზით გამოხატავენ. დაგეგმილია სირცხვილის დერეფნების მოწყობაც.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით,
ოპოზიციონერი კანონმდებლები პროტესტზე უარის თქმას მანამ არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხალხისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს.

“4-ში ჩვენ არ დავესწრებით პლენარულ სხდომას, ვაგრძელებთ ბოიკოტს, ამავე დროს ვაგრძელებთ სახელისუფლებო დაწესებულებების პიკეტირებას. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. შედეგი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ამას უკვე ითხოვს მთელი მსოფლიო – დაწყებული ამერიკის კონგრესით დამთავრებული ევროკავშირით. თუ არ დათანხმდება ხელისუფლება, მაშინ მივლენ ჩამოშლილი, ჩამოძონძილი არჩევნებამდე,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი რუსეთსა და გერმანიას შორის ახალი დიპლომატიური სკანდალის მიზეზი შეიძლება გახდეს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ხელისუფლებისთვის უარესი შედეგი დადგება